"იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი აქტუალიზებული იყოს, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს. ჩვენ მზად ვართ დავივიწყოთ სააკაშვილი და მასზე არ ვილაპარაკოთ, მაგრამ ხელისუფლება არ ივიწყებს", - ეს განცხადება გია ხუხაშვილმა ტვ "კავკასიის" ეთერში გააკეთა.
გია ხუხაშვილის აზრით, ხელისუფლება ყველა არჩევნების დროს მეორე პოლუსად წარმოაჩენს სააკაშვილს: "არაფერს ვამბობ სისტემაზე და კოლექტიურ მურუსიძეზე. თუკი კოლექტიური მურუსიძე სააკაშვილს ემსახურებოდა, ამ ხელისუფლებამ ის საერთოდაც, ცოლად მოიყვანა და პარტნიორად დაისვა", - ამბობს გია ხუხაშვილი "ბარიერში".