ხანძრების ლიკვიდაციაში ჩართულ ჯარისკაცებს 625 ლარიანი პრემია, ბორჯომის გამგებელს კი 1250 ლარიანი

Image

თავდაცვის სამინისტრომ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციაში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირები შესაბამისი უწყებრივი მედლებით, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა. 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით,

► ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურე 625 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდა, ჯამში 1374 ჯარისკაცი.

 

► 100 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა მედალი „სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“;

 

► 107 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაჯილდოვდა სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით;

 

► 957 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირს მადლობა გამოუცხადეს;

 

► 228 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა საპატიო სიგელით;

 

► 42 სამოქალაქო პირს მადლობის სიგელი გადაეცა.

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა, გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მეთაურობით სტიქიასთან ბრძოლის საქმეში სამაგალითო თავდადება გამოიჩინა. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას უწყებრივი მედალი „დიდგორი“ გადასცა.

 

უწყების ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად ლოგისტიკის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სარდლობები ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში 23 აგვისტოს ჩაერთვნენ.

 

შეგახსენებთ, 20–27 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა საკუთარ თავს და კიდევ რამდენიმე თანამშრომელს პრემია გამოუწერა.

 

11 თანამშრომლის პრემირებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 10 150 ლარი გამოიყო, საიდანაც ყველაზე მეტი, 1250-1250 ლარი, გამგებლმა, მისმა პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ ხითარიშვილმა აიღეს.

 

გამგებლის წარმომადგენლებმა წაღვერსა და ყვიბისში 1200-1200 ლარის ოდენობით პრემია მიიღეს, გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტმა დაბა ყვიბისში - 625 ლარი.

 

ბორჯომის გამგებლის მოადგილის ანზორ სვანიძის თქმით, გამგებლის 11-ვე თანამშრომელს პრემიები უკვე გადაეცათ:

 

„მეხანძრე-მაშველებთან შედარებით შესაძლოა ჩვენი ღვაწლი არაფერია, თუმცა ყველა სტრუქტურულ ერთეულს თავისი ხელმძღვანელი ჰყავს და როგორც ვიცი, მეხანძრე-მაშველებიც მიიღებენ პრემიებს.

 

რაც შეეხება ბორჯომის გამგეობას, იმ 8 დღის განმავლობაში გამგეობის 11 თანამშრომელი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა. მათ შორის 3 მძღოლი იყო.

 

მეც და გამგებელიც 8 დღის განმავლობაში სახლში არ ვყოფილვართ. ფულადი ჯილდო კანონის სრული დაცვით, ყველა თანამშრომელმა საკუთარი სამსახურიდან გამომდინარე მიიღო“, - განაცხადა სვანიძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !