
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე ამბობს, რომ "მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას და ის პოროშენკოსაც, ავაკოვსაც და სხვებსაც ჩააჩოჩებს".
ჟირინოვსკიმ ქართველების ენერგეტიკას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათ აქტიურობა გენში აქვთ: როგორც რევოლუციებში, ასევე, მშვიდობიან დროს - შემოქმედებაში, სპორტში და სხვა სფეროებში. ვლადიმირ ჟირინოვსკის თქმით, უკრაინელები სააკაშვილში სტალინს ხედავენ, ოღონდ დემოკრატიულს, რომელსაც შეუძლია რაღაცის გაკეთება.