
საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფება, ამიტომ აპირებს ქვეყანაში შეხვედრების გამართვას.
„დღეს გავემგზავრები უკრაინის რამდენიმე რეგიონში. ვაპირებ შევაგროვო ხალხის მოთხოვნები. მას შემდეგ, რაც დავუბრუნებ ხალხს ოლიგარქების მიერ მიტაცებულ ქონებას, გავემგზავრები სოფლებში და ხალხთან ერთად ჩავალ კიევში, რათა ეს მოთხოვნები წარვუდგინო უკრაინის ხელისუფლებას.
უკვე ვერაფერი გამაჩერებს. ის პირები რომლებიც ცდილობენ, რომ მოახდინონ ჩემი იზოლირება, მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩემთან შეხვედრის. აუცილებლად ჩავალ კიევში უახლოეს დღეებში ან კვირეების განმავლობაში. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია,“-აცხადებს სააკაშვილი.