
უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.მისი თქმით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების რეპრესიები და მასობრივი დაკავებები დაიწყო.
„ახლა ჩერკასში ჩვენი აქტივისტი ანდრეი კოტიჩენკო დააკავეს. ის მათ შორის იყო, ვისაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შემოჰყავდა. ამ წუთებში ის ლვოვში მიჰყავთ. გუშინ ასევე ივანო ფრანკოვსკში დააკავეს, ჩვენი თანამოაზრე ალექსანდრე ბურცევი, რომელიც ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა კვირას მომხდარ მოვლენებში,“ - წერს საყვარელიძე.