-
2017-09-12 12:42
ლვოვის სასტუმროს მისაღებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფება უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიციელები მივიდნენ.
კადრებს სასტუმროში პოლიციის ყოფნის შესახებ სოციალურ ქსელში "ახალ ძალთა მოძრაობა" ავრცელებს. კადრებში ასევე ჩანს რომ მათ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ესაუბრება.
უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სააკაშვილის პარტია ,,რუხის" წევრების და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მომხრეების დაპატიმრება დაიწყეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ის მოქალაქეები, რომელბმაც გადალახეს უკრაინის საზღვარი. ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.