-
2017-09-11 09:14
უკრაინის პოლიციის მეირ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, მასობრივი არეულობისა და დაუმორჩილებლობის ნიშნების დამატებით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, საზღვარზე მასობრივი არეულობის შედეგად პოლიციის 11 თანამშრომელია დაშავებული. ამასთან, ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე მუხლის გარდა, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, გუშინდელი მოვლენები ასევე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.
ამავე დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ღამე ლვოვში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ დაიცავს იმ პირებს, ვის წინააღმდეგაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო გამოძიება დაიწყება.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02