
უკრაინის სასაზღვრო სამსახური საზღვრის უკანონო გადაკვეთაში მონაწილე პირებს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილსა და რადის დეპუტატებს მოუწოდებს, "შეგინის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაბრუნდნენ და საზღვრის გადაკვეთის ფაქტი კანონიერად გააფორმონ.
ამის შესახებ სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ნათქვამია, რომ საზღვრის მასობრივი უკანონო კვეთის გამო დაირღვა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 348-ე მუხლები.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კორდონების გარღვევის დროს ეროვნული გვარდიის 12 წევრი და 5 მესაზღვრე დაშავდა.