სააკაშვილი: "ბიჭებო! არ დაემორჩილოთ ამ ქონიან, კორუმპირებულ გენერლებს!"

Image

გენერალ-მაიორს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის რადის დეპუტატებს აცნობა, რომ სასაზღვრო პუნქტი დანაღმულია, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "ქონიანი გენერალი" უწოდა და კორდონში მდგარ მესაზღვრეებს მოუწოდა, არ დაემორჩილონ მის ბრძანებებს. 

 

"არავითარი ღირსება თქვენ არ გაქვთ, რადგან ბარიგებს ვინც ემორჩილება, არანაირი ღირსება არა აქვს. ჩვენ ჩამოგართმევთ თქვენ მანქანებს, ჩამოგართმევთ აგარაკებს და ყველაფერს აი, ამ ბიჭებს დავურიგებთ! ბიჭებო! არ დაემორჩილოთ ამ ქონიან გენერლებს, პოროშენკო ხვალ არ იქნება პრეზიდენტი, ისინი თქვენს ხარჯზე მდიდრდებიან და სუქდებიან. თქვენ იბრძვით, ესენი კი ფულს გამოიმუშავებენ", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ცოცხალ ჯაჭვში მდგარ მესაზღვრეებს. 

 

მიხეილ სააკაშვილი და რამდენიმე დეპუტატი ისევ შეგინის ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან. უკრაინის ტერიტორიას მათ დაახლოებით 200 მეტრი აშორებთ. უკრაინის მხარეს შეკრებილი არიან სააკაშვილის მხარდამჭერები, რამდენიმე წუთის წინ კი სამართალდამცველთა დამატებითი ძალები მივიდნენ. 

 

შეგინის პუნქტის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ეგოროვმა განაცხადა, რომ ადგილზე მოსული არიან მესანგრეები, რომლებიც სავარაუდოდ, დანაღმული ტერიტორიის შემოწმებას დაიწყებენ და ამ პროცედურას დაახლოებით სამი საათი დასჭირდება, რის შემდეგაც დეპუტატებსა და იმ პირებს, ვისაც უკრაინაში შესვლის კანონიერი უფლება აქვთ, ქვეყანაში უპრობლემოდ შეუშვებენ. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?