სააკაშვილმა საზღვრის უკრაინის მხარეს მყოფ მომხრეებს ვიდეოზარით მიმართა

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიდეოზარის მეშვეობით მიმართა შეგინის უკრაინის მხარეს შეკრებილ მხარდამჭერებს. მის მიმართვას ოვაციები მოჰყვა. 

 

"მე აუცილებლად შემოვალ უკრაინაში, ჩვენ აუცილებლად შევცვლით უკრაინას, აუცილებლად დავსჯით დამნაშავეებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მომხრეების გასაგონად, რომელთაგან სულ რაღაც ორასი მეტრი აშორებს. მიხეილ სააკაშვილი ნეიტრალურ ზონაში იმყოფება. 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კომენტარი "რუსთავი-2-თანაც" გააკეთა:

 

"ეს ვინ ყოფილა პოროშენკო, 40 მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტი ისე იქცევა, თითქოს ბავშვია, რომელმაც მურაბა მოიპარა, ეშინია, რომ დედა თუ მამა გაუწყრება და მაგიდის ქვეშაა დამალული... მას ჰგონია, რომ როგორც კი უკრაინაში ფეხს შევდგამ, დაემხობა", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა და დამატა:

 

"მე აუცილებლად შევალ უკრაინაში, თუ აქედან არ გამოვა ეს, სხვა ადგილიდან შევალ, თუ საჭირო გახდება, სხვა არაორდინარულ ნაბიჯებსაც გადავდგამ". 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?