
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინის ხელისუფლება მის წინააღმდეგ პროვოკაციებს ამზადებს.
„ისინი რაღაც პროვოკაციებს მიმზადებენ. არ გამიკვირდება თუ მომდევნო დღეებში „ფე-ეს-ბეს“ აგენტად ან გენერლად, პუტინის საუკეთესო მეგობრად გამომაცხადებენ“, -ამბობს სააკაშვილი განცხადებაში, რომელსაც მისი პარტიის პრესმდივანი აქვეყნებს.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, უკრაინის ხელისუფლება მას ემუქრება, გარდა ამისა პოლონეთის ხელისუფლებაზეც ცდილობს ზეწოლის მოხდენას.
„ვფიქრობ, უფრო გონივრული იქნებოდა მომცენ შესაძლებლობა ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე მივიდე უკრაინულ სასამართლოში, რომ თავი დავიცვა, ასევე შევქმნა პრეცედენტი იმისა, რომ პრეზიდენტის განკარგულებების გასაჩივრება შეიძლება და თუ მართალი ხარ, შეიძლება კიდევაც გაიმარჯვო“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.