-
2017-09-01 09:00
ობოლმა ბიჭმა, რომელიც რესტორან "გონიო ინში" მზარეულად მუშაობს, შსს-ს მაშველი გადაარჩინა, რომელმაც მანამდე ერთი ადამიანი იხსნა და მეორის მიშველებისას ძალა გამოეცალა.
შემთხვევაზე, რომელიც ივლისში, შტორმის დროს ზღვაზე მოხდა, "ფეისბუქზე" თვითმხილველი ჰყვება. ნინო ჯღარკავა წერს, რომ 19 წლის კალათბურთელმა და მისმა მეგობარმა ნასვამ მდგომარეობაში გადაწყვიტეს ზღვაში შესვლა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა ერთერთისთვის:
"ივლისში შტორმის დროს 19 წლის წყალბურთელი ბიჭი მეგობრებთან ერთად ნასვამი ზღვაში შევარდა, ბინის მეპატრონე მოხუცი კაცი ყვირილით მისდევდა თურმე ბიჭებო არ შეხვიდეთ ზღვა არ დაგინდობთო, ბაბუუ ჩვენ წყალბურთელები ვართ ზღვა რას მოგვერევაო, მაშველი მაშინვე შეყვა ბიჭებს წყალში, ერთი გადაარჩინა , მეორეს ვეღარ უშველა, თურმე ეხვეწებოდა ხელი მომკიდე მეც დაღლილი ვარ , მაგრამ იქნებ ერთად გადავრჩეთო...
იმ საცოდავმა შეხედა თურმე მაშველს თვალებში და წადი, შენც დაიღუპებიო და ზღვამ წაიღო მისი სიცოცხლე, მაშველიც საფრთხეში აღმოჩნდა ვეღარ გამოდიოდა ნაპირზე, ამ დროს იქვე რესტორნიდან პატარა ბიჭი გამოვარდა, შევარდა ზღვაში და მაშველის სიცოცხლე იხსნა, ის პატარა ბიჭი ბავშვთა სახლში გაზრდილი გიორგი შარაძე აღმოჩნდა, რომელიც რესტორან "გონიო-ინში" მზარეულად მუშაობდა.
დღეს გიორგი შარაძე მაშველის შვილის ნათლიაა, გიორგის ოცნება კი მაშველობააა, არვიცი ჩემი პოსტი დაეხმარება თუ არა მას მომავალი სამსახურის ძიებაში, მაგრამ გულით ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს,ეს მამაცი,კეთილშობილი, უდედმამოდ გაზრდილი ბიჭი მიიღოს მაშველთა რიგებში, გონიოში ამ ისტორიას დღემდე უცრემლოდ ვერ ყვებიან,ყველამ იცის მზარეული ბიჭის მამაცობა და თავგანწირვა, ღმერთო გვიმრავლე ასეთი ახალგაზრდები!”,- წერს თვითმხილველი.