სამეგრელოს შემდეგ, გადასატანი ხეები ივანიშვილმა ქობულეთშიც შეარჩია

Image

ბიძინა ივანიშვილის შესასყიდი და გადასატანი ხეების დასათვალიერებლად დღეს ქობულეთში, გელაურის დასახლებაში იმყოფებოდა. ინფორმაციას და ფოტოს "ბათუმელები" ავრცელებს.

 

ადგილობრივების მტკიცებით, ყოფილი პრემიერი ხეებს ათვალიერებდა. ამას ცხადყოფს ფოტოც, რომელზეც ის ერთი, სავარაუდოდ, ასაკოვანი ხის ფონზე, მასპინძლებთან ერთადაა გამოსახული.

 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ხეები ფესვებიანად და მიწიანად გადააქვს მისსავე დენდროლოგიურ პარკში, რომელიც მისი რეზიდენციის სიახლოვეს, ურეკში მდებარეობს. სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სექტემბერში ბიძინა ივანიშვილი ხეების გადატანას უკვე სამეგრელოდან დაიწყებს.

 

დასახელდა კონკრეტული სოფლები - ორულუ, დიდინეძი და ახალაბასთუმანი, სადაც ივანიშვილმა რამდენიმე ხე შეარჩია, ხოლო კიდევ ერთი ხე, "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, თავად ზუგდიდში, ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა პირებმა შეარჩიეს. ეს ხე - ჭადარი, ე.წ. კომისარიატის ბაზრობის ტერიტორიაზეა და მისი რადიუსი მიწის სიახლოვეს 4,5 მეტრია.

 

ასევე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ შარშან გაზეთი "ქრონიკა პლუს" წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდა და მას მეგზურობას გუბერნატორი ლევან შონია უწევდა, რა დროსაც მილიარდერმა რამდენიმე ხე დაათვალიერა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

სანდრა რულოვსი ზუგდიდის ტვ "ოდიშზე" საბავშვო გადაცემას წაიყვანს

2017-09-15 00:37
საბავშვო გადაცემა "ფერადი ამბები", რომელიც ზუგდიდის ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში განახლებული...

ხანძრების ლიკვიდაციაში ჩართულ ჯარისკაცებს 625 ლარიანი პრემია, ბორჯომის გამგებელს კი 1250 ლარიანი

2017-09-14 11:45
თავდაცვის სამინისტრომ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციაში მონაწილე...

ხელმძღვანელობამ ბიჭები ამბრაზურაზე შეაგდო - მესაზღვრეები "სააკაშვილის გარღვევის" შესახებ

2017-09-14 03:59
ლუგანსკის სასაზღვრო რაზმის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი დეინეკო აცხადებს, რომ შეგინის...

სერგეი გალეცკი: კანონი უკრაინელმა მესაზღვრეებმა დაარღვიეს

2017-09-14 02:24
უკრაინელი ბიზნესმენი და სოცქსელებში პოლიტიკურად აქტიური პირი სერგეი გალეცკი "ფეისბუქზე" წერს, რომ...
რჩეული ვიდეოები

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

მაგისტრალიდან 400 მეტრში რუსი ოკუპანტები ისევ ხნულებს ავლებენ(ვიდეო)

2017-09-12 12:38
გორის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან 400 მეტრში...

გამოკითხვა

ხანძრების ახალ-ახალი კერები საქართველოს ტყეებში, ცხელი ზაფხულის პერიოდში, არის:


ვალუტა

1
EUR
 - 
2.9746
0.0085
100
RUB
 - 
4.2802
0.0183
1
USD
 - 
2.4778
0.0040

გუშინ:

ჰიტები:1462 უნიკალური:1135

მიმდინარე:

ჰიტები:423 უნიკალური:345