-
2017-07-31 19:30
ამერიკის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა . მას აეროპორტში საქართველოს პრემიერი მეუღლესთან ერთად დახვდა. ასევე აეროპორტში მაიკ პენსს საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი მეუღლესთან ერთად დახვდა.
აეროპორტში სამთავრობო გასასვლელთან შესრულდა აშშ-სა და საქართველოს ჰიმნი. მაიკ პენსი აეროპორტის ტერიტორიაზე შეკრებილ საქართველოსმოქალაქეებს მიესალმა. ის რამდენიმე წუთში თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს შეხვდება. საღამოს კი არაფორმარული შეხვედრა გაიმართება ფუნიკულიორზე. სადაც საქართველოსპრემიერის გარდა მინისტრთა კაბინეტის წევრები იქნებიან შეკრებილი.