ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო საოკუპაციო ზოლში ოკუპანტები აქტიურად გადაადგილდებოდნენ

Image

დღეს დილიდან წინაგარას სამხედრო ბაზიდან რუსი ოკუპანტების კუთვნილი სამხედრო მანქანების გადაადგილება ყარაფილას ზემო მონაკვეთში შეიმჩნეოდა, რაც ავტომაგისტრალზე ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებით იყო გამოწვეული.

 

ამის შესახებ ორგანიზაცია „ძალა ერთობაშია" იტყობინება, რომლის წევრებიც ყარაფილა-ბერშუეთის საოკუპაციო ზოლზე მშვიდობიან სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას ასრულებენ. როგორც ორგანიზაციის საინფორმაციო-ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა ბერულავა იტყობინება, ოკუპანტების გააქტიურება სამოქალაქო დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, რომლებიც ტერიტორიას სპეციალური აღჭურვილობით აკვირდებიან. „ამასთან, ოკუპანტები არ ჩამოსულან დასახლებულ ზოლში ან მაგისტრალთან ახლოს. სავარაუდოდ, მათაც სათვალთვალო მოწყობილობები ჰქონდათ, ხოლო ყარაფილასთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანების გამოჩენისთანავე ბაზაზე გაბრუნდნენ.".

 

შეგახსენებთ, რომ მეშვიდე დღეა ,,ძალა ერთობაშია"-ს აქტივისტები საოკუპაციო ზოლზე სამოქალაქო მონიტორინგს აწარმოებენ. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?