-
2017-07-31 12:02
რუსეთი აშშ-ს დიპლომატიურ მისიას 755 ადამიანით ამცირებს.შედეგად დიპლომატიური მისიის წარმომდგენლების რაოდენობა შეერთებულ შტატებში რუსი დიპლომატების რაოდენობას გაუტოლდება და 455-ადამიანს შეადგენს. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა.
ეს ქმედება ოფიციალურმა მოსკოვმა აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების ფარგლებში განახორციელა.
სიაში როგორც დიპლომატები, ასევე ტექნიკური პერსონალი მოხვდნენ.
მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონში "სამწუხარო" უწოდეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები საპასუხო ქმედებას განიხილავს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30