
"შეერთებული შტატები და საქართველო სამხედრო წვრთნებს მართავს, რუსეთი კი საზღვაო ძალების დემონსტრირებას ახდენს," - პუბლიკაციას ამ სათაურით BBC აქვეყნებს.
სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. საქართველო ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის.
„შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, საქართველოს ეწვევა და სავარაუდოდ, ამ გეგმას მხარს დაუჭერს, რასაც რუსეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება,“ - ნათქვამია სტატიაში.
BBC რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომსაც ახსენებს და წერს, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა.
წყარო:რუსთავი2