-
2017-07-31 11:09
მაიკ პენსი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოში ვიზიტის წინ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ აშშ აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით დგას თავისუფლების დასაცავად.ეს განცხადება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა თბილისში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ტალინში გააკეთა.
"ამერიკა, უპირველეს ყოვლისა, არ ნიშნავს მხოლოდ ამერიკას, ამიტომ ჩემი გზავნილი ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთვის ერთი იქნება - თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენ ვართ თქვენთან და დავრჩებით თქვენთან თავისუფლების დასაცავად...".-აცხადებს პენსი.