ორი ოლიგარქიული რეჟიმის გარიგება-მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებებისთვის იბრძოლებს. მისივე თქმით, ის დევნილის სტატუსის მოპოვებას არ აპირებს.

 

 

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ამ საკითხზე შეთანხმებისთვის ჩავიდა. სააკაშვილი სიცრუეს უწოდებს იმ ფაქტს, თითქოს ქართულმა მხარემ უკრაინას მასთან დაკავშირებით ახალი მასალები გადასცა.

 


"მე ერთი მოქალაქეობა მაქვს - უკრაინული და ისინი ვერ შეძლებენ ამის წართმევას. ხელისუფლება ცდილობს, მაიძულს დევნილის სტატუსი მივიღო ან მოვითხოვო, ეს არ მოხდება. არ ვაპირებ არსად დარჩენას და რაიმე სახის სტატუსის მიღებას. მე უკრაინაში ჩამოსვლის კანონიერ უფლებისთვის ვიბრძოლებ. პოროშენკომ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მალულად, ჩემი ქვეყანაში არ ყოფნის დროს გადაწყვიტა. როგორც კი მათ დაინახეს, რომ ჩვენ ვერთიანდებით, რათა შემოდგომაზე ქუჩებში გამოვსულიყავით და მათი ოლიგარქიული შეთანხმება დავასრულოთ, შიშმა სძლია საღ გონებას.

 


პრეზიდენტმა პოროშენკომ არაფრად ჩააგდო კონსტიტუცია, რომლის გარანტიც ის წესით უნდა იყოს. ეს პირდაპირი სიგნალია უკრაინის საზოგადოებისთვის, დემოკრატიის თამაში დასრულდა. პოროშენკო საქართველოში არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთიბების განვითარების მიზნით ჩავიდა, არამედ მორიგი შეთანხმების, ამჯერად ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის, უკრაინული პოროსშენკოსა და „გაზპრომის“ უდიდესი აქციონერის, პრო რუს ივანიშვილს შორის. მათ მოიგონეს, თითქოს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოდან ჩემს შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღო.

 


ეს მორიგი ტყუილია, რადგან მას შემდეგ, რაც მე უკრაინის მოქალაქეობა მივიღე, საქართველოში ჩემს წინაარმდეგ არცერთი საქმე აღძრული არ ყოფილა. ის გამოგონილი საქმეები კი, არცერთმა ქვეყანამ, საქართველოს გარდა, არ აღიარა. ორი დღის წინ პრეზიდენტმა, რომელზეც ოდესღაც მაიდანი იმედებს ამყარებდა, შეცვალა მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობა. ახალი ხალხი შეიყვანა და ეს მარიონეტული კომისია მზად იყო პოროშენკოს ნებისმიერი მოთხოვნა შეესრულებინა. ამ ბრძანებით თქვენ ხელი მოაწერეთ თქვენი ხელისუფლების გარდაუვალ დამარცხებას. მე უფრო დიდი უკრაინელი ვარ, ვიდრე ახლანდელი დეპუტატების უმრავლესობა და ყველაფრის მიუხედავად, აქ, ჩვენს უკრაინაში, ბრძოლას გავაგრძელებ,”-აცხადებს სააკაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?