
,,ჩვენ ვართ ყველგან სადაც საქართველოა!"-ამ მოწოდებით, აქციის ,,ძალა ერთობაშია"-ს ორგანიზატორების ნაწილი სოფელ ბერშუეთში ახალ ბანერთან მივიდნენ. სეპარატისტების მიერ დამაგრებულ საოკუპაციო ბანერს, სამოქალაქო აქტივისტებმა საპასუხო წარწერის ბანერი დაამაგრეს წარწერით,,აქ არ არის სახელმწიფო საზღვარი".
სამოქალაქო აქტივისტთა აქცია საოკუპაციო ზონაში გრძელდება. უკვე მესამე დღეა, რაც სამკაციანი ჯგუფები სოფელ ყარაფილაში, საოკუპაციო ზონაში მორიგეობენ. მათი მიზანია, დროულად შენიშნონ ოკუპანტების მიერ წამოწყებული ახალი საინჟინრო სამუშაოები და საქმის კურსში ჩააყენონ, როგორც სოფლების მაცხოვრებლები ,ასევე საზოგადოება და მედია.
საოკუპაციო ზონაში მსგავსი მონიტორინგი გაგრძელდება, 8 აგვისტოს კი ოკუპანტების მიერ გავლებულ მართულხლართებთან ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.