პოლიციელი, რომელიც ორი თვეა, დაშავებულ ყვავის ბახალას უვლის

Image

მაია ორჯონიკიძე "ფეისბუქზე" პატრულ-პოლიციელის ფოტოს და მასთან დაკავშირებულ ისტორიას აქვეყნებს, სადაც ჰყვება, როგორ უვლის პოლიციელი ორი თვის წინ ნაპოვნ ყვავის ბახალას, რომელიც ტრავმირებული იყო. 

 

დღეს საღამოს ჩემს უბანში მაღაზიაში შევდიოდი და იქვე პოლიციელი დავინახე,რომელსაც მკლავზე წამოჩიტული ყვავის ბახალა ეჯდა.

 

ვინც მიცნობს,არ გაუკვირდება რომ გავჩერდი და ყვანჩალას ცქერით ვტკბებოდი. იქვე ახალგაზრდა გოგონა იდგა და ბახალას ამბავიც მომიყვა-თურმე ორიოდე თვის წინ მიწაზე უპოვნია,სახლში წამოუყვნია და მას მერე ზრდის და თავზე ევლება.

 

ყვანჩალა საყვარლად აღებდა ნისკარტს და ხან წყალს ითხოვდა და ხანაც საჭმელს-სრულიად შინაური,ადამიანების მიმართ ნდობით გამსჭვალული სუბიექტი გახლდათ,რომელმაც პოლიციელის მკლავიდან ჩემს მკლავზე გადმოინაცვლა და ნისკარტით რაღაც მისთვის საინტერესოს მაცლიდა თმიდან.

 

ეს პოსტი კი მხოლოდ იმის გამო დავწერე, რომ ვუყურებდი ამ ყმაწვილ პოლიციელს და მიხაროდა-ვიცოდი,რომ ის არასოდეს არავის არ აწამებდა,არასოდეს არავის ჩაუდებდა წამალსა თუ იარაღს,რადგან ისეთი სითბო ედგა თვალებში და ისე ეფერებოდა პატარა ბუნების ქმნილებას, რომ ეს ყოვლად გამორიცხული იქნებოდა.
ბევრი ვეფერეთ ყვანჩალას,ბარე ათი კაცი შემოგვეხვია გარშემო და ისინიც ინტერესით ისმენდნენ ბახალას ისტორიას-სურათებიც კი გადავუღეთ ერთმანეთს "ყვავით ხელზე"...

 

მე კი მაღაზიისკენ განვაგრძე გზა და არ ვიცოდი რა უფრო მიხაროდა-პოლიციელის ფორმაში ჩაცმული ასეთი კარგი ბიჭი თუ უდედმამო ბახალას ისტორიის კეთილი დასასრული.

 

მე მიყვარს ასეთი პოლიცია,მხოლოდ ასეთი ბიჭები უნდა იყვნენ პოლიციაში,რომელნიც ქვეყნის კანონებსა და მის მოქალაქეებს ღირსეულად დაიცავენ!..", - წერს მაია ორჯონიკიძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !