თათია დოლიძის ქმარი: ლიბერალიზმის მამებო, შეწყვიტეთ ვითომდა სოლიდარობა

Image

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელის მეუღლე ვახო თურნავა "ქართველთა მარშის" ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან თათია დოლიძის მიმართ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ კომენტარებს ეხმაურება.

 

"ყველა იმ გარეწარს, ვინც ემუქრება ჩემს ოჯახს და იკადრა ჩემს მეუღლეზე ეს ენით აუღწერელი სიბინძურის დაწერა! ძალიან მალე გაირკვევა სიმართლე და არცერთს არ შეგრჩებათ! სიტყვები არ მყოფნის, რა უნდა დავუძახო თქვენს საქციელს, ქვეყნის დამქცევი ნ...ი ხართ…

 

რაც შეეხება ლიბერალიზმის მამებს, შეწყვიტეთ ვითომდა სოლიდარობის გამოცხადება, ამის მორალური უფლებაც კი არ გაქვთ. თქვენ იმათ გამოუცხადეთ სოლიდარობა ვისი ოჯახებიც მიწასთან გაასწორებული გყავდათ წლების მანძილზე", – წერს სოციალურ ქსელში ვახო თურნავა.

 

შეგახსენებთ, თათია დოლიძის მიმართ სავარაუდო მუქარის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლითა დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელის თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში ძალადობრივი მუქარა გაჟღერდა. კერძოდ, თათია დოლიძე თბილისში ჩატარებულ "ქართველთა მარშს" სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რასაც აქციის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი მუქარის შემცველი საჯარო კომენტარები მოჰყვა.

 

"ფეისბუქ პოსტში", რომელიც ახლა უკვე წაშლილია, მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი და მიხეილ ამისულაშვილი თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !