
სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, დატოვებენ თუ არა შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენები საპატიმროებს. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა ნიუ-იორკში დღეს გაიმართება.
მოკრივეებს ამერიკული სასამართლო, სავარაუდოდ, თავდებით გაათავისუფლებს. ამ ინფორმაციას დაკავებული ავთანდილ ხურციძის მეგობარი საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით ავრცელებს.
ლევან მაყაშვილის ინტერესების დამცველის ინფორმაციით კი, იგი მასშტაბური სპეცოპერაციის დროს შეცდომით დააკავეს და მას საერთო არა აქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი. მასშტაბური სპეცოპერაციის დროს ნიუ-იორკში სამართალდამცველებმა ერთდროულად 33 პირი დააკავეს, მათ შორის, 15 ქართველი.