-
2017-06-09 14:40
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2-ის" გენდირექტორი ნიკა გვარამია თანამდებობიდან გადადგა.
გუშინ 18:00 საათიანი "კურიერის" შემდეგ ნიკა გვარამია "კურიერის" გუნდს შეხვდა და არხის ფინანსურ პრობლემებზე ესაუბრა, თუმცა განცხადება გადადგომაზე არ გაუკეთებია.
სიტუაცია რამდენიმე საათში შეიცვალა, როცა ფინანსური პრობლემების გამო თანამშრომელთა ნაწილში გაჩენილი უკმაყოფილების მოსაგვარებლად "რუსთავი-2-ში" არხის ერთერთი მფლობელი გიორგი ყარამანაშვილი მივიდა და კოლექტივთან ხელმეორე შეხვედრა შედგა.
ამ შეხვედრაზე ნიკა გვარამიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.
ბოლო ინფორმაციით, "რუსთავი-2-ის" გუნდის ნაწილი ნიკა გვარამიას გადარწმუნებას ცდილობს და ამ საკითხზე არხის მფლობელთან შეხვედრასაც გეგმავს.
გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება ნიკა გვარამიას ჯერ არ გაუკეთებია.