
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი, სამოქალაქო სექტორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველი გუნდის დეპუტატი არ გამორიცხავს, ცილისწამებისთვის ანა ნაცვლიშვილისა და ეკა გიგაურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
საქმე ეხება გუშინ ანა ნაცვლიშვილისა და ეკა გიგაურის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს, სადაც ზარდიაშვილის მიერ სასამართლო სისტემაში ჩარევაზეა საუბარი.
ზარდიაშვილის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული სქემა, სადაც იგი ხელისუფლებისა და სასამართლოს შტოებს შორის შუამავლად არის წარმოჩენილი, ცილისწამებაა.
„ჩემი აზრით, ძალიან მალე ქალბატონი ეკა ბოდიშს მოიხდის იმიტომ, რომ დარწმუნდება, ეს არის ცილისწამება.
შესაბამისად, თუ ბოდიშს მოიხდის და, თუ ეს პროცესები მშვიდად განვითარდება და იტყვიან, რომ ეს არის ცალსახა ტყუილი, კი ბატონო. რაც შეეხება იმას, მომავალში რას ვიზამ, დავაკვირდეთ მოვლენებს და მერე ვნახოთ,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
წყარო : "რუსთავი2"