
ტერმინი მთავარსარდალი არ ნიშნავს, რომ თავდაცვის სფეროს პრეზიდენტი უნდა მართავდეს,- პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
„რამდენიმე წლიანი გამოცდილება გვაქვს საპარლამენტო მმართველობის. ბუნებრივია, ხალხს უკვირს რას ჰქვია, სახელმწიფოს მეთაური ქვეყანას არ მართავს, რას ჰქვია მთავარსარდალი ჯარს ბრძანებას არ აძლევს და ა.შ, მაგრამ ეს არის საპარლამენტო მმართველობა. პრეზიდენტის მაღალი სიმბოლური სტატუსი არ ნიშნავს მის კომპეტენციებს. სტატუსსა და კომპეტენციებს შორის არის მხოლოდ არაპირდაპირი კავშირი. მაღალი სტატუსი პრეზიდენტს უნდა დარჩეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კომპეტენციები არასწორად დარეგულირდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.