
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-ს თბილისის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იქნება.
ინფორმაციას ენმ-სთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, "პირველი რადიო" ავრცელებს.
"პირველი რადიოს" ინფორმაციით, ნიკა მელია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს და ამავდროულად, არაა გამორიცხული, მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატადაც იყაროს კენჭი.