-
2017-06-05 14:28
ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს- აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ავღანს მუხტარლის გატაცების საქმეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ეხმაურება.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია იმ ადამიანის მიმართ, რომელიც უცხო ქვეყანაში კანონის სრული დაცვით ცხოვრობს გამოძიება წარიმართოს და მისი უფლებები იქნას დაცული.
"ველით, რომ პროცესი კანონის პატივისცემით და მოქალაქეების უფლებების დაცვით წარიმართება, მათ შორის იმ ადამიანთა უფლებების დაცვით, ვინც უცხო ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობს. ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს," - ნათქვამია განცხადებაში