
ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი აზერბაიჯანელ ადვოკატზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ავღან მუხტარლი ნაცემი და ნაწამებია და ვარაუდობს, რომ მოტეხილი აქვს ნეკნები, თუმცა ამ დრომდე სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.
არჩილ ჩოფიკაშვილი აზერბაიჯანელი ადვოკატის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ შესაძლოა, მოხდეს თვითმკვლელობის ინსცენირება და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
ჩოფიკაშვილი ხვალ პროკურატურაში მისვლას გეგმავს და საქმის გამოძიებას მოითხოვს.
ადვოკატის თქმით, როგორც ავღან მუხტარლი აცხადებს, ის პოლიციის ფორმიანებმა ქალაქის ცენტრიდან, კერძოდ, ძველ თბილისიდან გაიტაცეს, რის საფუძველზეც პროკურატურა ვალდებულია დაუყონებლივ დაიწყოს საქმის გამოძიება.