
"მერსედესისა" და "ოპელის" მარკის ავტომანქანების შეჯახება მსხვერპლით დასრულდა გომთან. ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.