ხდება ამ საქმის ჩაფარცხვა-პრეზიდენტი ფარცხალაძე-თორდიას სკანდალზე

Image


მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ ხდება ამის რაღაცნაირი შეფუთვა, ჩაფარცხვა - - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, აუდიტის სამსახურში ყოფნისას გააკეთა. გიორგი მარგველაშვილი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს შეხვდა. მან ელცენტროში მომხდარ ინციდენტზე და ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა.


გიორგი მარგველაშვილი ფარცხალაძის სკანდალთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებებისგან პასუხს ითხოვს, მარგველაშვილი აცხადებს, რომ ასეთი ფაქტების გამოუძიებლობა ხელს უშლის სახელმწიფო ინსტიტუტების და ზოგადად ქვეყნის განივითრებას.


“უკვე მერამდენედ მიხდება სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, იმ ვითარებაში როდესაც სამწუხაროდ რაღაცა გაუგებრობებთან გვაქვს საქმე. ის, რაც მოხდა რამდენიმე კვირის წინ, ამას სჭირდება ნათელი და პირდაპირი პასუხი, ჩვენ დღეს ვხედავთ სამწუხაროდ ერთი და იგივე ტენდენციას. მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ ხდება ამის რაღაცნაირი შეფუთვა, ჩაფარცხვა, გადაპიარება თუ რა შეიძლება ამას დაერქვას და ამის მერე ვხედავთ იმას, რომ არა მარტო კონკრეტული პრობლემები პასუხგაუცემელია საზოგადოებაში, არამედ კითხვის ნიშნები ისმის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დაცულობასთან მიმართებაში.


"დღეს, როდესაც გავიდა რამდენიმე კვირა და არანაირი პასუხი არ არსებობს კომიკური პიარ ომის გარდა, მე ვკითხულობ, როდემდე უნდა ველოდოთ პასუხებს ამ თემებზე. ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში ჩვენს სამართალდამცავებს, სადაც მუშაობს ათასობით კვალიფიციური კადრი, ჩვენ მივეცით მათ მაღალი ლეგიტიმაცია, მივეცით მათ უფლება ატარონ გამოძიება, მივეცით მათ რეალურად გააცნონ, რა მოხდა და როგორ მოხდა.
"ვიდო კასეტებით ომი კი არ უნდა იყოს, აქ სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა უნდა იყოს.  ეს არის ჩვენი ქვეყნის იმიჯი, რომელზეც პასუხისმგებელი ვართ ჩვენ მოქალაქეებთან და მერე რომელზეც პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის გარეთ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ვიდეო მასალები მიმართულია საზოგადოების თვალის ასახვევად.
„ძალიან მოთმინებით ველი რაიმე ადეკვატურ შეფასებებს და არა პოლიტიკოსების განცხადებებს გულზე მჯიღის ცემით. მდაბიო პიარ ომი, რომლის მაყურებელიც საზოგადოება გახდა, ამას საზოგადოება იმიტომ გასცემს პასუხს, რომ საზოგადოებისთვის არის გაკეთებული ეს პიარ ომი. ეს ვიდეოებით ომი, საზოგადოებისთვის აქცენტის გაკეთების იმედია. იმედია, რომ ვიღაც საზოგადოებაში ამიტომ იტყვის, რომ მოდით რა თვალი დავხუჭოთ, რომ ქართულ საზოგადოებას არ ესმის, რომ ინსტიტუტი არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო არის მნიშვნელოვანი და შევა ამ ჭორაობაში,“ - აცხადებს მარგველაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?