
გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში, ორი ძმა ცივი იარაღით დაჭრეს. ჭრილობები დაზარალებულებს გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული.
ორივე მათგანი რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას "პირველი" ავრცელებს.
ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრამდე ძმებს ურთიერთშელაპარაკება თანასოფლელთან მოუვიდათ, რის შემდეგაც დაპირისპირება სოფლის სასაფლაოზე გაგრძელდა.
სამართალდამცავებმა ძმების დაჭრაში ბრალდებული 22 წლის კაცი უკვე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 117–ე და 120-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე ისჯება.