
ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ავღან მუხტარლის ცოლი წერს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ გადაიყვანეს ავღან მუხტარლი საზღვარზე მაშინ, როცა მისი პასპორტი თავად აქვს.
ცნობილმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა-გამომძიებელმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ხადიჯა ისმაილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ თავის სტატუსში მუხტარლის დაპატიმრებასა და გადაცემაზე კომენტარი გააკეთა:
“ავღან მუხტარლიმ თავის ადვოკატს უთხრა, რომ ის გუშინ თბილისის იმ რაიონიდან გაიტაცეს, სადაც ის ცხოვრობს. ის მანქანაში ძალით ჩასვეს, ხელები შეუკრეს და ცემა დაუწყეს. სახესა და სხეულზე მას (ძალადობის) კვალი აღენიშნება. არსებობს ეჭვი, რომ მას ნეკნიც ჩატეხილი აქვს.
მანქანამ ის თბილისის გარეუბანში მიიყვანა, სადაც თავზე პაკეტი ჩამოცვეს. მან თქვა, რომ გულის პრობლემები აქვს, და სუნთქვა უჭირს. ამის შემდეგ მას თავზე საკუთარი პერანგი მოახვიეს, და სკოტჩით გადაუკრეს. რომელიღაც უკაცრიელ ადგილას გამტაცებლებმა მანქანა შეიცვალეს. მოგვიანებით მანქანა კიდევ ერთხელ შეცვალეს. ბოლო მანქანაში მჯდომები აზერბაიჯანულად საუბრობდნენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტთან ჟურნალისტს მანქანიდან გადასვლის ნება დართეს.
იქ მას ფული ჩაუდეს – ჯიბეში 10 ათასი ევრო აღმოაჩნდა. მას მიესადაგა შემდეგი მუხლები – 318.1(აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაცული სახელმწიფო საზღვრის დაუდგენელი დოკუმენტებით გადაკვეთა) და 206.1(კონტრაბანდა).
ავღანის თქმით, ის ადამიანები, ვინც ის დააკავა, მას არ გასცნობიან, თუმცა ისინი ქართველ სამართალდამცავებს ჰგავდნენ. ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა მოითხოვა, რომ ავღანს სხეულზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებოდა, და მისთვის საკონტროლო-გამშვები პუნქტის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გადაეცათ“.