საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

Image


საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ალექსანდრე ხვადაგიანი დანიშნა.



უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან საგანგებო თათბირი ჩაატარა და მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარუდგინა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის განმარტებული რატომ გაათავისუფლეს გოგა რაზმაძე.

"საპატრულო პოლიციაში არსებითი რეფორმა იწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ საკადრო ცვლილებებთან ერთად, რიგი კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება, რაც საპატრულო პოლიციისთვის ახალი იმპულსი იქნება. ეს ღონისძიებები მოიცავს, ასევე, გადამზადების მასშტაბურ პროგრამას, ახალი სახეების, ახალგაზრდების მოზიდვას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ალექსანდრე ხვადაგიანი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?