თურქეთში წამებით მოკლული 34 წლის ქართველი ქალის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. გარდაცვლილს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითში გადაასვენებენ.
თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში, ფაცა ურდუს უბანში, ათათურქის ქუჩაზე 34 წლის ელენე გოკაძე ამავე ქუჩაზე მცხოვრებმა თურქეთის მოქალაქემ გაიტაცა და რამდენიმე საათიანი წამების შემდეგ მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი 10 წლის განმავლობაში თურქეთში მუშაობდა.