შოთაძემ აღასრულა ფარცხალაძის მუქარა-თორდია გავრცელებული ვიდეოს შესახებ

Image

გენერალური აუდიტორი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და წერს, რომ მსგავსი ვიდეოს გავრცელების მუქარა მისი მისამართით ადრე გაისმა, დღეს კი ის ირაკლი შოთაძემ აღასრულა.


საუბარია ვიდეომასალაზე, რომელიც „ერთიანი პროვოკაციული მოძრაობის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელდა და რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ ბარში სათვალთვალო კამერით გადაღებული ფარული ჩანაწერია.
გვერდის ინფორმაციით, კადრებში ასახულია როგორ ესხმის თავს თორდია მოქალაქეს . გენერალური აუდიტორი მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებზე საუბრობს და კადრების გავრცელებაში პირადად საქართველოს მთავარ პროკურორ, ირაკლი შოთაძეს ადანაშაულებს.


ლაშა თორდიას განცხადებით, გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი, საქართველოს მთავარ პროკურორს პირადად ჰქონდა და აჩვენებდა გარკვეულ ადამიანებს.
„ამ ვიდეოსთან დაკავშირებით და ზოგადად სხვა საკითხებთან დაკავშირებით, პირველივე დღეებში გაისმა მუქარა ოთარ ფარცხალაძის განცხადებაშივე და შემდეგ მისი ადვოკატების მხრიდანაც. ეს მუქარა მას აღუსრულა ირაკლი შოთაძემ.


ნათელია უკვე, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა არის იმისათვის, რომ ოთარ ფარცხალაძე გამოიყვანონ ამ მდგომარეობიდან და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე მიშა ჩოხელსაც ვიხილავთ თავგახეთქილს, იმიტომ, რომ შემდგომ თქვან, რომ მე მას თავი გავუტეხე და სულ ასეთ ფორმატში იქნება ურთიერთობა.
ძალიან ნათელია ჩემთვის უკვე სურათი, მაგრამ მე პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ მას ეს დანაშაული, რომელიც მან პირდაპირ ჩაიდინა და ვიდეოჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო, მას ნამდვილად არ შერჩება ასე მარტივად,“-განაცხადა ლაშა თორდიამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?