
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად დავით ნარმანია განიხილება.
ინფორმაცია დღეს თავად თბილისის მერმა დაადასტურა. დავით ნარმანია ამბობს, რომ ამ საკითხზე მმართველ გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი 2012 წლიდან ლაშა თორდიას უკავია.
ნარმანია ასევე, არ გამორიცხავს, რომ თბილსის მერის პოსტზე კენჭი კახი კალაძემ იყაროს. როგორც ცნობილია არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება.