ჟურნალისტი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

Image

ტელეკომპანია "ობიექტივის" ჟურნალისტი პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გიორგი დარასელიას მტკიცებით, პატრულმა უფლებამოსილებას გადაამეტა, როდესაც ის ერთ-ერთ მოქალაქეს გამოესარჩლა. ჟურნალისტი დაკავების ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს.

 

დარასელია ამბობს, რომ ის სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე, სადაც ხელბორკილებით რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლა.

 

ჟურნალისტის მტკიცებით, გადაწყვეტილება მოსამართლემ მოწმეების ჩვენებების გათვალისწინების გარეშე მიიღო. დარასელია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

"ობიექტივის" ჟურნალისტის ბრალდებებს პასუხობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ გიორგი დარასელიამ საპატრულო პოლიციას სამუშაოს შესრულების საშუალება არ მისცა და ის კანონის ყველა წესის დაცვით, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?