-
2017-05-22 09:32
,,ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი საარჩევნო პროგრამის მოსახლეობისთვის გაცნობის მიზნით შეხვედრებს თბილისიდან იწყებს.
პარტიის წევრების განცხადებით, საარჩევნო პროგრამაში მთავარი აქცენტი უმუშევრობასა და სოციალურ პრობლემებზეა გაკეთებული. მოსახლეობასთან შეხვედრებზე, პარტიის წევრები, მოსახლეობას გააცნობენ ,საკუთარ ხედვას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას აღნიშნული საკითხები.
„ეს შეეხება როგორც საცობებს, პარკინგს, დასაქმებას, ეკონომიკას, გაუთავებელ უკანონო მშენებლობებს. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განხილული იქნება ჩვენს მიერ თბილისელებთან ერთად,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
როგორც ენმ-ში აცხადებენ, საარჩევნო პროგრამაში შესაძლოა ცვლილებები, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ , მათი შენიშვნების საფუძველზეც შევიდეს.