9 ხმით 4-ის წინააღმდეგ, ქალაქ გორის საკრებულომ ქალაქის გაუქმებას მხარი დაუჭირა. გორი სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანდა.
ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა სხდომა ზუგდიდშიც, სადაც 13-მა მომხრემ 2-ის წინააღმდეგ, ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას დაუჭირა მხარი.
გორში ქალაქის გაუქმების წინააღმდეგ "ლეიბორისტული პარტიის", "ნაციონალური მოძრაობის", ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებმა და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მისცეს ხმა. გაერთიანებას მხარი დაუჭირეს "ქართულმა ოცნებამ". ირაკლი ოქრუაშვილის "ქართულმა პარტიამ" და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა.
საკრებულოს სხდომას ქალაქის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი არ დასწრებია.