ე.წ. ,,ციანიდის საქმის" არსებითი განხილვა შეწყდა. პროცესის შეწყვეტის მიზეზი დეკანოზ გიორგი მამალაძის პროტესტი გახდა.
დეკანოზი სხდომის ღიად დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც ბრალდებულმა დარბაზი დატოვა.
ბრალდებულის დარბაზიდან გასვლის შემდეგ მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა,თუმცა შესვენების დასრულების შემდეგ დარბაზში მხოლოდ პროკურორები შევიდნენ.