"ანგარიშსწორებაა ყველაფერი...ჩემი და იყო ადეიშვილის მოადგილე და ალბათ ამიტომ" - ოთარ წოწორია

Image


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმა, ოთარ წოწორია ბათუმში, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას დის საქმიანობას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.

ოთარ წოწორიას განცხადებით, ამოღებული ნივთებიდან მხოლოდ ორი სანადირო თოფია მისი საკუთრება. მისთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდა მის სახლში სხვა იარაღები. ის მომხდარს დის საქმიანობას უკავშირებს და ანგარიშსწორებად აფასებს.


"ჩემი დის საწინააღმდეგოდ გაკეთებულია ყველაფერი, ალბათ ანგარიშსწორებაა ყველაფერი. ჩემი და იყო ადეიშვილის მოადგილე და ალბათ ამიტომ. სანადირო თოფები ნამდვილად ჩემია, რაც არის რეგისტრირებული. მემკვიდრეობითი კუთვნილებაა. არც არასდროს მისვრია ეს თოფი და მაქვს შენახული როგორც სახსოვარი. დანარჩენი ნაპოვნი ნივთები, წარმოუდგენელია ჩემთვის საიდან და როგორ გაჩნდა ჩემთან,"-აცხადებს წოწორია.


მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავები მის სახლში დაახლოებით თვე ნახევრის წინაც იმყოფებოდნენ. "იყვნენ მოსულები ავტოფარეხში, შეამოწმეს დანადგარები, მოტრიალდნენ და წავიდნენ,"-განაცხადა ოთარ წოწორიამ.
ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკა  4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილი უკომენტაროდ დატოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა.


უწყების ინფორმაციით, ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !