
ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის ოთარ წოწორიას სახლში ჩხრეკა ტარდება, სამართალდამცველები იარაღს ეძებენ. ინფორმაციას "ტაბულა" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელებმა სახლში ვაზნები იპოვეს. შსს-ს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
"კურიერის" ცნობით, ბათუმში, წოწორიების ბინაში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე საათია, იმყოფებიან.
შეგახსენებთ, ნონა წოწორია 2004-2008 წლებში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო ხოლო სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ 2008 წლის 1 თებერვალს დაინიშნა და 9 წლის ვადით არის არჩეული. მან ამ პოსტზე მინდია უგრეხელიძე შეცვალა.