უკრაინაში მოკლული ოფიცრის დაკრძალვაზე თავდაცვის სამინისტროდან არავინ მივიდა

Image

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გია ბარამიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი ოფიცრის, დავით სიხარულიძის დაკრძალვაზე თავდაცვის სამინისტროდან არავინ მივიდა.


"დღეს, სოფელ სუფსაში კიდევ ერთი ქართველი ოფიცერი, ვიცე პოლკოვნიკი დავით სიხარულიძე, რომელიც უკრაინაში საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერთან ბრძოლას შეეწირა, უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ.
ვიცეპოლკოვნიკი სიხარულიძე, რუსეთის აგრესიის გამო აფხაზეთისა და ცხინვალის ომების ვეტერანია. სამწუხაროა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობიდან, სამარცხვინოდ, მისთვის დამსახურებული პატივის მიგება არავინ ინება",- წერს გია ბარამიძე.


შეგახსენებთ, რომ დავით სიხარულიძე უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოფელ ახალი ლუგანსკის მახლობლად შეტაკებებს შეეწირა. პრორუსმა სეპარატისტებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ნაღმტყორცნები გამოიყენეს, რა დროსაც ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.


ქართველი ოფიცრის დაღუპვიდან ცოტა ხნის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს, სამხედრო სამსახური წლების წინ აქვს გავლილი, თუმცა, ის ახლა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ ირიცხებოდა.


"თადარიგის ოფიცერი ნიშნავს, რომ ის გარკვეული წლების წინ მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ ამ დროისთვის საკუთარი ინიციატივით, როგორც მოხალისე ისეა წასული. წლების წინ მას გავლილი აქვს სამხედრო სამსახური. ახლა შეიარაღებულ ძალებში აღარ ირიცხება" - განმარტეს თავდაცვის სამინისტროში.
მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დავით სიხარულიძის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !