უკრაინის უმაღლესმა რადამ "გეორგიევსკის ლენტის" დამზადება და გამოყენება აკრძალა, რის შემდეგაც პროპაგანდისტული მიზნით ამ სიმბოლოს გამოყენება ადმინისტრაციული კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა.
ადმინისტრაციულ კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანის განხილვისას, კენჭისყრის დროს, ცვლილებებს მხარი რადის 238-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონის თანახმად, "გეორგიევსკის ლენტის" საჯაროდ გამოყენება, მისი დემონსტრირება ან ტარება, საგანზე (ნივთზე)მისი გამოსახვის ჩათვლით, 50-დან 150-დე შრომის მინიმალური ანაზღაურების ოდენობის ფულადი ჯარიმით განისაზღვრება, ლენტის ან იმ საგნი(ნივთის) კონფისკაციით, რაზეც გამოსახულია სიმბოლო.
თუ მსგავსი ქმედება განმეორდება ერთი წლის განმავლობაში, ჯარიმის ოდენობა 150-დან 300 შრომის მინიმალურ ანაზღაურებამდე გაიზრდება, ხოლო უმაღლესი ზომა 15-დღიანი პატიმრობა იქნება.
კანონპროექტის ინიციატორი "სახალხო ფრონტის" დეპუტატი ანტონ გერაშენკოა, რომელმაც განაცხადა, რომ "გეორგიევსკის ლენტა", უკვე კარგა ხანია, რუსული აგრესიის სიმბოლოს წარმოადგენს". მისივე თქმით, რუსეთი "გეორგიევსკის ლენტას" იყენებს იმისთვის, რათა უკრაინელ ხალხში უთანხმოება დათესოს.