-
2017-05-16 21:04
მეოთხე თუ მეხუთე დღეა, კამერა ვერ ამოიღეს, რომ გამაჩუმონ- ასე გამოეხმაურა დაკითხვის შემდეგ ლაშა თორდია ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებას.
მისი თქმით, ფარცხალაძის ადვოკატების განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და სიმართლე მის მხარესაა.
„სიმართლე არის ჩემს მხარეს, ვლაპარაკობ იმას, რაც იმ დღეს მოხდა. მეოთხე თუ მეხუთე დღეა, კამერა ვერ ამოიღეს, რომ დადონ და გამაჩუმონ, თუ გასაჩუმებელი ვარ და ბრალდებებს ვუყენებ. ასე გამოდიან და საუბრობენ რაღაც საოცრებებს, აი ლაშა თორდიამ 30 წამი როგორ შეიძლება ამას ინციდენტი შეიძლება დავარქვათ, რატომ არ გამოიძახა პატრული და ჩემს მხარეს არის ახლა გამოშვერილი ეს ისრები, რომ თითქოს მერ რაღაც როგორ არ განვახორციელე,“ - აღნიშნა თორდიამ.
ფარცხალაძის ადვოკატებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, თორდიასთვის კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა საერთოდ არ მიუყენებია და სახელმწიფო აუდიტორი საქმის პოლიტიზირებას ცდილობს.