
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას, დაკითხვა განახლდა. პროკურატურის წარმომადგენლები მასთან სახლში დაახლოებით სამი საათის წინ მივიდნენ
პროცესი გუშინ, ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიდო. მთავარი აუდიტორი გამომძიებლებს, სავარაუდოდ, იმ დოკუმენტების წარუდგენს, რის გამოც, მისი მტკიცებით, კონფლიქტიც მოხდა.