რუსეთის საგარეო უწყება: [საქართველოს] ხელისუფლებამ იური ლუჟკოვის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება ვერ გაბედა

Image

„ადგილობრივმა ხელისუფლებამ იური ლუჟკოვთან მიმართებით, გასაგები მიზეზების გამო, ვერ გაბედა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების რეალურად გამოყენება", - ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

განცხადებაში საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს აფრთხილებს საქართველოში გამგზავრების შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებთან დაკავშირებით.


„ადგილობრივმა ხელისუფლებამ იური ლუჟკოვთან მიმართებით, გასაგები მიზეზების გამო, ვერ გაბედა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების რეალურად გამოყენება და საკუთარი „ვერდიქტი“ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მან „სტუმართმოყვარე საქართველო“ დატოვა. თუმცა, ბოლო წლებში, სამწუხაროდ, იყო სხვა შემთხვევებიც - რუსეთის მოქალაქეები ანალოგიურ სიტუაციაში არაერთხელ დაქვემდებარებიან ჯარიმებს და თავისუფლების აღკვეთასაც კი“, - ნათქვამია განცხადებაში.


„როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი განაგრძობს სისტემატურ პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესს. ძნელია რაციონალურად ასეთი ქმედების ახსნა - ქართულ-რუსულ ნორმალიზებას ხომ საგრძნობი მოგება მოაქვს ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეებისთის“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი საქართველოში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და იმის მიუხედავად, რომ არაერთგზის აქვს დარღვეული საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", საზღვარი უპრობლემოდ გადმოლახა. მისი მასპინძელი ქანდის მონასტერში მამა სერაფიმე იყო, მოგვიანებით კი წყნეთში რესტორანი "წისქვილი".


შსს-მ განაცხადა, რომ იური ლუჟკოვი კანონდამრღვევთა სიაში არ ყოფილა და ამ სიაში შეიყვანენ, რის შემდეგაც ის საქართველოში ჩამოსვლას ვერ შესძლებს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?