-
2014-02-21 11:03
დნეპროპეტროვსკის სადგურ ორლოვშინაში 25–ე სადესანტო ბრიაგდის სამხედრო მოსამსახურეებმა კიევში გასამგზავრებლად გამზადებული მატარებლის ვაგონები დატოვეს.
მედესანტეებმა ვაგონებიდან გადმოსვლა ერთობლივად დაიწყეს და ყაზარმებში დაბრუნდნენ. ისინი სნაიპერული შაშხანებით იყვნენ შეიარაღებულნი.
მატარებელთან შეკრებილმა აქტივისტებმა მედესანტეები ტაშითა და შეძახილებით გააცილეს.
ხუთშაბათს დნეპროპეტროვსკში ადგილობრივმა მოსახლეობამ 500 სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც 11 ვაგონში იყვნენ გადანაწილებული, კიევისკენ გამგზავრების საშუალება არ მისცა.
