
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელი დააკავა.
გამგეობის თანამშრომლები დაკავების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
დაკავების მიზეზი უცნობია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.